ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ავსტრალიის ღია პირველობა უკვე დასრულდა

მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი – ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ანტივაქსერია. სერბი ჩოგბურთელი უარობს კორონავირუსის აცრის გაკეთებას და მწვანე ბარათის გარეშე ჩავიდა ავსტრალიაში, რათა მონაწილეობა მიიღოს მოახლოვებულ ავსტრალიის ღია პირველობაზე.

ნოვაკი საზღვარზე დააკავეს და ვიზის ანულირება გაუკეთეს. ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შედეგად, ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრის ალექს ჰოუკის გადაწყვეტილებით ჯოკოვიჩს ავსტრალიიდან გააძევებენ (დაადეპორტებენ) და მსოფლიოს პირველი ჩოგანი ვეღარ შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ავსტრალიის ღია პირველობაზე, რომელიც სტარტს ხვალ აიღებს.

სატურნირო ბადეში სერბ ჩოგბურთელს იღბლიანი წაგებული (ლაქი ლუზერი) – სალვატორე კარუზი(N 150 მსოფლიო რეიტინგში) ჩაანაცვლებს.

null

I სათამაშო დღის განრიგი ავსტრალიის ღია პირველობაზე (ცენტრალური კორტები)

როდ ლეივერ არენა

 

მარია საკარი – ტატიანა მარია

ნაომი ოსაკა – კამილა ოსორიო

რაფაელ ნადალი – მარკოს ჟირონი

ეშლი ბარტი – ლესია ცურენკო

სალვატორე კარუზო – მიომირ კეჩმანოვიჩი

 

მარგარეტ კორტ არენა

ელინა სვიტოლინა – ფიონა ფერო

მატეო ბერეტინი – ბრენდონ ნაკაშიმა

კოკო გაუფი – ვან ციანი

ალექსანდრ ზვერევი – დანიელ ალტმაიერი

პაულა ბადოსა – აილა ტომლიანოვიჩი

Leave a comment

Your email address will not be published.