ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსის ჩემპიონია (ვიდეო)

NOVAK DJOKOVIC (SRB) TENNIS - FRENCH OPEN - ROLAND GARROS - ATP - WTA - ITF - GRAND SLAM - CHAMPIONSHIPS - PARIS - FRANCE - 2021 © TENNIS PHOTO NETWORK

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა როლან გაროსის ფინალში 6:7 2:6 6:3 6:2 6:4 სძლია სტეფანოს ციციპასს და კარიერაში მე-19 დიდი სლემის ტიტული მოიგო.

სერბი ჩოგბურთელი უკვე 1 დიდი სლემის ტიტულით ჩამორჩება რაფაელ ნადალს და როჯერ ფედერერს, რომელთაც კარიერაში 20-20 გრანდ სლემის ტურნირი აქვთ მოგებული.

34 წლის ნოვაკმა კარიერაში პირველად მოახერხა დიდი სლემის ტურნირის ფინალის მოგება, როდესაც სეტებში 0:2-ს ჩამორჩებოდა მეტოქეს.

ჩოგბურთის ღია ერაში ( 1968-წლიდან ) ასეთი რამ მხოლოდ 5 ჩოგბურთელს ქონდა შესრულებული – ბიორნ ბორგი, ივან ლენდლი, ანდრე აგასი, გასტონ გაუდიო და დომინიკ ტიმი.

ჯოკოვიჩი ჩოგბურთის ღია ერაში გახდა პირველი, რომელმაც ოთხივე დიდი სლემის ტურნირი ორ-ორჯერ მოიგო (ღია ერამდე ეს შეძლეს როდ ლეივერმა და როი ემერსონმა).

სერბმა ჩოგბურთელმა ჯამში 29-ჯერ გააღწია დიდი სლემის ტურნირების ფინალში, საიდანაც 19 მოიგო და 10-ჯერ დამარცხდა.

ჯოკოვიჩმა კარიერაში მეორედ შეასრულა სეზონური დუბლი – მოიგო ავსტრალიის ღია პირველობაც და როლან გაროსიც (პირველი დუბლი 2016 წელს).

ნოვაკამდე ასეთი რამ 1992 წელს შეძლო ჯიმ კურიემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *