ალექსანდრ ზვერევი: ჯოკოვიჩი არ მეცოდება, 20 სლემი და 550 მასტერსი აქვს მოგებული

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოლიმპიადის ნახევარფინალში 6:2 3:6 1:6 წააგო ალექსანდრ ზვერევთან.

სერბმა ჩოგბურთელმა მაისის შემდეგ პირველი მატჩი წააგო, 2021 წელს კი მხოლოდ მეოთხე (38 მოგება). ნოვაკმა შეწყვიტა 22 მატჩიანი მოგებათა სერია.

ჯოკოვიჩმა მესამედ წააგო ოლიმპიადის ნახევარფინალურ სტადიაზე. 2008 წელს, პეკინში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2012 წელს, ლონდონში კი მეოტხე ადგილზე გავიდა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე სერბმა ჩოგბურთელმა საკუთარ ფიზიკური და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. საშინელი განცდაა ოლიმპიადაზე წაგება. ეს სპორტია. ზვერევმა ბევრად უკეთესად ითამაშა. საშამ შეძლო თამაშის „შემოტრიალება“, ძალიან კარგად აწვდიდა. მის მეორე ჩაწოდებაზეც კი ძალიან პატარა შანსი მქონდა ქულის მოგების.

ჩემს გეიმებში, ჩაწოდების ხარისხი ძალიან დაეცა. მეორე სეტში 3:2-ს ვიგებდი, მაგრამ ამის შემდეგ თამაში „გამექცა“. მემგონი 8 გეიმი წავაგე ზედიზედ. ზვერევს შეტევის უფლება მივეცი.

რას ვიზავთ, ესე მოხდა. ოლიმპიადაზე ფიზიკურად უბრალოდ გამოფიტული ჩამოვედი, თუმცა მქონდა ძალიან დიდი მოტივაცია, რომ მედალს მოვიგებდი.“

ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალში წაგების შემდეგ, ჯოკოვიჩმა ნონა სტოიანოვიჩთან ერთად შერეულ წყვილთა თანრიგშიც ითამაშა, თუმცა იქაც დამარცხდა ელინა ვესნინა/ასლან კარაცევის ტანდემთან.

null

ოლიმპიადის ფინალში გასვლის შემდეგ პრესკონფერენციაზე ალექსანდრ ზვერევიც გამოცხადდა.

„დაუჯერებელია, მაგრამ მსოფლიოს საუკეთსო ჩოგბურთელს მოვუგე. მეგონა, ოლიმპიადაზე ნოვაკს ვერავინ მოუგებდა. ბედნიერი ვარ, ეს რომ შევძელი. ჯოკოვიჩის დამარცხებით ოლიმპიადა არ დასრულებულა. ფინალი მაქვს სათამაშო ხაჩანოვთან.

შეხვედრის სტარტი ცუდი გამომივიდა – წავაგე სეტი და ბრეიკით ჩამოვრჩი მეტოქეს.რაღაც უნდა შემეცვალა. დავიწყე უფრომეტად აგრესიულად თამაში, გავხდი დომინანტი.

მატჩის დასრულების შემდეგ, როდესაც ბადესთან მივედით, ნოვაკს ვუთხარი, რომ ის ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესოა. ისტორიულ მისიაზე მიდიოდა ჯოკოვიჩი – ოქროს გრანდ სლემი უნდა მოეგო (4 დიდი სლემი+ოლიმპიადა ერთ კალენდარულ წელში).

საწყენია, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ სერბი ნამდვილად არ მეცოდება – 20 სლემი და სადღაც 550 მასტერსი აქვს მოგებული. ყველაფერს ნოვაკი ხო ვერ მოიგებს.“

ოლიმპიადის ფინალში ზვერევი კარენ ხაჩანოვს შეხვდება. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:2-ია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *