დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა საკთარ გეგმებზე ისაუბრა და გააჟღერა იმ ტურნირების სია, სადაც აპირებს სეზონის ბოლომდე თამაშს.
„დღეს ვარჯიშის პროცესს დავუბრუნდი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩოგანი ხელშიც კი არ მჭერია. ძირითადად ფიზიკურ მომზადებაზე მქონდა გაკეთებული აქცენტი, ახლა კი დრო დადგა რომ კორტზე დავბრუნდე.
ამ მომენტისთვის ასეთი გეგმები მაქვს: სეზონის ბოლომდე ვაპირებ ვითამაშო პარიზის მასტერსზე, წლის შემაჯამებელ ტურნირზე და დევისის თასზე. ფრანგული მასტერსის დაწყებამდე 1 კვირით ადრე წამოვალ სერბეთიდან, რადგან უკეთესად მოვემზადო.
რა იქნება 2022 წელს ნამდვილად არ ვიცი. ვითამაშებ თუ არა ავსტრალიის ღია პირველობაზე ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია. რათქმაუნდა მინდა, მაგრამ საკმაოდ დიდი პრობლემებია ამასთან დაკავშირებით.
ყოველთვის ვცდილობ თავი ავარიდო სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბარს, ყველას თავისი აზრი გააჩნია.“
შეგახსენებთ, რომ US OPEN-ის დასრულების შემდეგ, მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი სათამაშოდ აღარ გამოსულა. ნოვაკი ბელგრადში იმყოფება და ძირითადად დაკავებულია საკუთარი საჩოგბურთო აკადემიის და ოჯახის საქმეებით.