ნოვაკ ჯოკოვიჩი „უიმბლდონის“ტრიუმფატორია

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა „უიმბლდონის“ ფინალში 6:7 6:4 6:4 6:3 სძლია მატეო ბერეტინის და კარიერაში მე-20 დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

null

შეხვედრის სტარტი სერბ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა, ადრეული ბრეიკი შეასრულა და 5:2 დაწინაურდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ნოვაკი იოლად მოიგებდა სეტს, თუმცა იტალიელი დროულად გამოფხიზლდა, ზედიზედ 3 გეიმის მოგებით ანგარიში გაათანაბრა და ინტრიგაც დააბრუნა.
პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც მატეომ საწყისი 3 გათამაშება მოიგო, სოლიდური ჰანდიკაპი მოიპოვა და შემდეგ უპრობლემოდ მიიყვანა პარტია გამარჯვებამდე 7:6 (7:4).

null

მეორე სეტი ისევ ჯოკოვიჩის დომინაციით გაიხსნა, რომელიც ძალიან გაბრაზებული იყო, იმით თუ რაც მოხდა პირველ პარტიაში. სერბმა ზედიზედ ორჯერ აიღო იტალიელის ჩაწოდება და 4:0 დაწინაურდა.

ბერეტინიმ სეტის ბოლოსკენ გაიბრძოლა, ერთი უკუბრეიკიც შეასრულა, თუმცა პარტია მაინც დათმო 4:6.

null

მესამე სეტიდან გამოიკვეთა „ნოლეს“ უპირატესობა, რომელმაც „გასაღები მოუნახა“ მეტოქის ჩაწოდებას და მესამე გეიმში მორიგი ბრეიკი შეასრულა.
პარტია ისე მიილია, რომ მატეო ბრეიკპოინტამდეც ვერ მივიდა, შესაბამისად ჯოკოვიჩმა სეტი იოლად დაასრულა თავის სასარგებლოდ 6:4.

მეოთხე სეტის სტარტი უკვე თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა მე-7 გეიმიდან ისევ ჯოკოვიჩის უპირატესობა გამოიკვეთა, რომელმაც ბოძებული შანსი გამოიყენა და მეტოქის ჩაწოდება აიღო – 4:3.

ბერეტინიმ გარისკა და ავანტიურულ თამაშზე გადავიდა, თუმცა ამანაც არ გაამართლა – ნოვაკმა მე-9 გეიმში მორიგი ბრეიკი შეასრულა და მატჩს წერტილი დაუსვა 6:7 6:4 6:4 6:3.

* ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მეექვსედ მოიგო უიმბლდონის ტურნირი (2011, 2014, 2015, 2018, 2019, 2021).

* სერბმა ჩოგბურთელმა მიმდინარე სეზონში მესამე დიდი სლემის ტურნირი მოიგო და ისტორიული შანსი აქვს კალენდარული გრანდ სლემი შეასრულოს.

* ჯოკოვიჩმა კარიერაში მე-20 გრანდ სლემის ტურნირი მოიგო და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი – 20 გრანდ სლემის ტურნირი (9 ავსტრალიის ღია პირველობა, 6 უიმბლდონი, 3 ამერიკის ღა პირველობა, 2 როლან გაროსი)

როჯერ ფედერერი – 20 გრანდ სლემის ტურნირი (8 უიმბლდონი, 6 ავსტრალიის ღია პირველობა, 5 ამერიკის ღია პირველობა, 1 როლან გაროსი)

რაფაელ ნადალი – 20 გრანდ სლემის ტურნირი (13 როლან გაროსი, 4 ამერიკის ღია პირველობა, 2 უიმბლდონი, 1 ავსტრალიის ღია პირველობა).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *