ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსს მოეხსნა

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა გადაწყვიტა, რომ წელს ცინცინატის მასტერსზე არ იასპარეზებს, ტურნირი  სტარტს მომდევნო ორშაბათს აიღებს.

სერბს ცინცინატიზე შარშან მოპოვებული ტიტული უნდა დაეცვა.

null

„მე გაცილებით მეტი დრო მჭირდება დასვენებისთვის.როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად გადაღლილი ვიყავი ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ.
ჩემი მთავარი მიზანი იქნება სრულფასოვნად მოვგემზადო ამერიკის ღია პირველობისთვის, მანამდე კი ოჯახის წევრებთან გავატრებ დროს და შევეცდები მაქსიმალურად დავისვენო“ – დაწერა ჯოკოვიჩმა სოციალურ ქსელში.

null

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ნოვაკმა სამივე დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო. თუ სერბი ჩოგბურთელი წელს US OPEN-ს მოიგებს, 1969 წლის შემდეგ გახდება პირველი კაცი ჩოგბურთელი, რომელიც კალენდარულ დიდ სლემს შეასრულებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *