მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი – ნოვაკ ჯოკოვიჩი აგრძელებს წარმატებულ სვლას უიმბლდონის ტურნირზე.
მესამე წრეში სერბმა 6:4 6:3 7:6 სძლია ამერიკელ დენის კუდლას და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.
ნოვაკმა უიმბლდონის ტურნირზე 75-ე მატჩი მოიგო და ჩოგბურთის ისტორიაში გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელსაც ოთხივე დიდი სლემის ტურნირზე მინიმუმ 75 მატჩი აქვს მოგებული.
სერბმა კარიერის განმავლობაში როლანდ გაროსზე 82 მატჩი მოიგო, ავსტრალიის ღია პირველობაზე 81, უიმბლდონსა და ამერიკის ღა პირველობებზე კი 75-75.
„ჩემთან ესეთი დიდი წარმატება შემთხვევით არ მოსულა. მთავარი საიდუმლო – აღზრდის წესი და გენებია. ძალინ რთულ პერიოდში ვიზრდებოდი, ჩემს ქვეყანაში ომი იყო და ყველას გვიჭირდა. წარუმატებლობა – ჩვენი ოჯახისთვის უბრალოდ დაუშვებელი იყო, ჩვენ უნდა გადაგვერჩინა თავი და ერთმანეთზე გვეზრუნა. სწორედ ასეთმა მიდგომამ და სიტუაციამ გამოგვიწრთო ხასიათი.
მე მთებში გავიზარდე, მგლებთან ერთად. აი სწორედ აქედან მოდის ჩემი ულევი ენერგია. ამას სერიოზულად ვიძახი, არ ვხუმრობ“ – განაცხადა ნოვაკმა მოგებული მატჩის შემდეგ.
ჯოკოვიჩმა კარიერაში 55-ედ გააღწია დიდი სლემის ტურნირების 1/8 ფინალში. ორშაბათს სერბის მეტოქე ჩილელი კრისტიან გარინი იქნება.