ნოვაკ ჯოკოვიჩმა დიდი სლემის ტურნირებზე ზედიზედ 25-ე მატჩი მოიგო

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა US OPEN-ის 1/8 ფინალში 1:6 6:3 6:2 6:2 მოუგო 20 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

სერბმა ჩოგბურთელმა დიდი სლემის ტურნირებზე ზედიზედ 25-ე მატჩი მოიგო. ნოვაკს სამი მოგებაღა აშორებს, რათა საჩოგბურთო ღია ერაში გახდეს მეორე მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელიც კალენდარულ დიდ სლემს შეასრულებს (ერთ კალენდარულ წელში მოიგოს ოთხივე დიდი სლემის ტურნირი).
პირველი კალენადარული სლემი 1969 წელს ავსტრალიელმა როდ ლეივერმა შეასრულა.

null

ჯოკოვიჩი 51-ედ გავიდა დიდი სლემის ტურნირის 1/4 ფინალში და კარიერაში მე-12-ედ შევიდა US OPEN-ის ტოპ 8 ჩოგბურთელში.

უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში „ნოლე“ ვერ ახერხებდა ამერიკის ღია პირველობაზე 1/4 ფინალში გასვლას, წელს კი ეს ბარიერიც გადალახულია.

US OPEN-ზე ჯოკოვიჩის მომდევნო მეტოქე – იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *