ნოიერმა ოპერაცია გაიკეთა – რამდენი გაუცდება კაპიტანს?

მანუელ ნოიერმა ოპერაცია გაიკეთა. გერმანელ მეკარეს მარჯცვენა მუხლის ტრავმა ჰქონდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. Sky Sport-ის ცნობით, ნოიერი 3-6 კვირას გამოტოვებს.

ბაიერნი ნოიერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 35 წლის მეკარემ ამ სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და 11-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

რაც შეეხება ბაიერნს, გუნდი ბუნდესლიგაში 52 ქულით ცხრილის სათავეშია და უახლოეს მდევარ დორტმუნდს 9 ქულით უსწრებს. მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ზალცბურგს შეხვდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published.