ნოიერს სანქცია ემუქრება – მინიმუმ ფინანსური…

მიუნხენის ბაიერნში ნოიერის ინტერვიუზე გაბრაზებულები არიან, სადაც კაპიტანმა, მეკარეების მწვრთნელის, ტონი ტაპალოვიჩის გათავისუფლების გამო უკმაყოფილება არ დამალა.

კლუბმა ტონი 24 იანვარს გაათავისუფლა, ნაგელსმანთან კონფლიქტის გამო.

ამ ინტერვიუს გამო, ნოიერს კლუბისგან მინიმუმ ფინანსური სანქცია ელოდება…

– ეს ჩემთვის დარტყმა იყო – მით უფრო ამ მდგომარეობაში. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გული ამომივარდა. ეს ყველაზე სასტიკი რამ იყო, რაც კარიერაში შემმთხვევია. მე კი ბევრი გადავიტანე.

მეკარეები ამან გაგვანადგურა. ხალხი ტიროდა.”

– რა გითხრეს, რა იყო ტაპალოვიჩის გაშვების მიზეზი?

– “ისეთი ვერაფერი მითხრეს, რომ საამისო მიზეზი ყოფილიყო. რაც ითქვა, იმას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ლაპარაკი და საქმის ასე მოგვარება არავის უცდია.”

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაპალოვიჩმა სამწვრთნელო შტაბის ინფორმაცია გადმოგცა…

– “არა, 100%-ით არა. ტონის ასეთი რამე არც ერთი მწვრთნელის დროს გაუკეთებია”

– თავს როგორ გრძნობ?

– “ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ახლა ადამიანურ ფაქტორზე ვსაუბრობთ, იმის შესახებ, თუ როგორ ეპყრობიან ძვირფას თანამშრომელს. ბაიერნში გვინდა რომ ოჯახი ვიყოთ. ისეთი რაღაცები ხდება, რაც აქამდე არ გამომიცდია.

ყველას გამო დამწუხრებული ვარ: კლუბის, ტაპას, სამწვრთნელო შტაბის, ყველა მეკარის და მათ შორის – ჩემ გამოც. მინდა ვთქვა, რომ პროფესიონალთან ერთად, ადამიანიც ვარ.” – თქვა ნოიერმა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *