ნონას საქმე! – Netflix-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა!

 

როგორც იურიდიული ფირმა BLB წერს, ნონა გაფრინდაშვილის საქმეში, მოსამართლემ, ვირჯინია ფილიპსმა Netflix-ის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და საქმე არ შეწყვიტა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

“იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში!

მოსამართლე ვიჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით.

გილოცავთ ამ გამარჯვებას!”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *