მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა. ეს ინფორმაცია hollywoodreporter.com-მა გაავრცელა. მიზეზი ამ კომპანიის მიერ შექმნილ ფილმში “ლაზიერის გამბიტი” გამოთქმული სექსისტური ფრაზები და ნონა გაფრინდაშვილის კარიერის დეტალების დამახინჯებაა. ერთი სიტყვით, ფილმში სიცრუე გავრცელდა.
ამ სერიალის მოკლე შინაარსი ასეთია. მასში მოთხრობილია გამოგონილი ადამიანის ბეტ ჰარმონის ისტორია. ის უპატრონო ბავშვთა სახლში გაიზარდა და გასული საუკუნის 60-იანი წლების საუკეთესო მოჭადრაკეებს ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს მოსკოვში.
პრობლემის არსი კი, შემდეგია. ბოლო სერიაში კომენტატორი ამბობს – “ერთადერთი რაც მასში უცნაურია, მისი (ბეტ ჰარმონის) სქესია. თუმცა, ის უნიკალური მოვლენა არ არის რუსეთისთვის. არის კიდევ ნონა გაფრინდაშვილი, მაგარამ ის მსოფლიოს ჩემპიონია ქალთა შორის და არასდროს უთამაშია მამაკაცებთან”.
საჩივარში წერია, რომ “მტიკცება თითქოს ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაცებთან ტყუილია, ასევე გამონათქვამი არის უაღრესად სექსისტური და შეურაცხმყოფელი.
კადრი ფილმიდან
ნონა გაფრიდნდაშვილს 1968 წლისთვის, იმ დროისთვის, როცა ეპიზოდში ხდება ეს ამბავი, მინიმუმ 59 მამაკაცთან ქონდა გამართული მატჩი. ამათგან 10 დიდოსტატი იყო. Netflix უხეშად და განზრახ ცრუობს, იაფფასიანი და ცინიკური მიზნისთვის, გაამძაფროს ფილმის დრამატურგია. რათა მაყურებელს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ გამოგონილმა გმირმა შეძლო ის, რაც იქამდე ვერავინ, მათ შორის ვერც ნონა გაფრინდაშვილმა შეძლო.”
აღსანიშნავია, რომ ნონა გაფრინდაშვილი მარტო ამ ფაქტმა არ გაანაწყენა. აი, რა წერია საჩივარში:
” Netflix-მა ნონა გაფრინდაშვილი მოიხსენია როგორც რუსი. არადა, კარგად იცოდა, რომ ის ქართველია, რომ ქართველებს დიდი ზიანი მიაყენა რუსეთმა როცა ისინი საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვნენ. მერე კი, რუსეთის მხრიდან არაერთხელ იყვნენ აგრესიის მსხვერპლნი”.
საჩივარი სასამართლოში დელევერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა როდნი სმოლამ შეიტანა. ნონა გაფრინდაშვილი Netflix-სგან 5 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვს ფაქტების დამახინჯებისთვის, პლუს საჯარიმო სანქციები. ამასთან ერთად, სასამართლომ უნდა აიძულოს Netflix რათა უარყოს, თითქოს ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ.
ყოველივე ამას Netflix-ის წარმომადგენელი გამოეხმაურა: “ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ნონა გაფრინდაშვილს და მის ბრწყინვალე კარიერას. თუმცა, მიგვაჩნია, რომ მის პრეტენზიებს საფუძველი არ გააჩნია და სასამართლოში ენერგიულად დავიცავთ თავს”.