ობამეიანგის მიღწევა: 21-ე საუკუნეში პირველია

პიერ-ემერიკ ობამეიანგი ამ საუკუნეში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ოთხ წამყვან ლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. სადაც კი უთამაშია, ყველგან: საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისსა და ესპანეთში.

ვალენსია-ბარსელონა 1:4. ესპანეთში ობამეიანგმა პირველი გოლები გაიტანა და სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილის კარში. შეგახასენებთ, გაბონელი სამი კვირის წინ არსენალიდან გადავიდა ბარსაში.

მანამდე ჰეთ-თრიქი კი შესრულებული აქვს ფრანგულ სენტ-ეტიენში, გერმანულ დორტმუნდში და ბუნებრივია, არსენალში. და სრული კომპლექტისთვის იტალიაში ჰეთ-თრიქი სჭირდება. სხვათა შორის, თავიდან სწორედ იტალიაში იყო, კერძოდ, მილანის ახალგაზრდულ ფუნდში… მთავარ გუნდში კი ფეხი ვერ მოიკიდა.

და კიდევ, ობამეიანგმა ვალენსიას ადრეც გაუტანა სამი გოლი. ეს ევროპა ლიგის ნახევარფინალში, როცა არსენალში თამაშობდა. მაშინაც სტუმრად, მესტალიაზე.

„ეს სტადიონი მიყვარს. ჩემს სახლს ჰგავს“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *