ობამეიანგი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს – კონტრაქტის დეტალები და სხვა…

ლონდონის არსენალის აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. ინფორმაცია ბარსელონამ ოფიციალურად გააბრცელა. კატალონიელებმა გაბონელს კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს და გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო ჩაუწერეს. ხელშეკრულების პუნქტის მიხედვით, ბარსას ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტა 2023 წელს შეეძლება.

ბარსელონამ ობამეიანგი უფასოდ დაიმატა, ფეხბურთელმა არსენალთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და ბლაუგრანას ფულის გადახდა არ მოუწია.

ობამეიანგი არსენალში 2017 წლის ზაფხულში დორტმუნდიდან გადავიდა. იგი მალევე გუნდის მთავარ მეგოლედ იქცა, თუმცა ბოლოს ძველებურად შედეგიანი ვეღარ იყო. 32 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ბარსელონას, გუნდმა ადამა ტრაორე დაიბრუნა. ჩავის გუნდი ლა ლიგაში 35 ქულით მე-5 ადგილზეა და უახლოეს ტურში ატლეტიკოს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published.