ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონურ კრაკოვიაში გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების მცველმა პოლონელებთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კაკაბაძე ბოლოს ტენერიფეში გამოდიოდა, სადაც 1 სეზონი ითამაშა და 19 მატჩი ჩაატარა. ტენერიფეს გარდა მას თბილისის დინამოში, ხიმნასტიკში, იესბიერგში და ლუცერნში უთამაშია.
რაც შეეხება კრაკოვს, გუნდს კარგი პერიოდი არ აქვს. პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო გათამაშებაში გუნდი მე-14 ადგილზე გავიდა და გასავარდნ ზონას 3 ქულით ჩამოშორდა.