ოთხი დებიუტანტით პორტუგალიის წინააღმდეგ

საქართველოს ნაკრები კვირას, 6 თებერვალს ვაკეში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუხვდება რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში. ეს შეჯიბრება, იმავდროულად, 2023 წელს საფრაგეთში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირიცაა, რომელშიც ბორჯღალოსნები დამაჯერებლად ლიდერობენ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საბრძოლო რაზმი დაასახელა.
23-კაციან განაცხადში ოთხი დებიუტანტია და ერთი მათგანი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს, სამი კი მარქაფაშია.
მოედანზე პირველივე წუთიდან ვიხილავთ მესამეხაზელ სანდრო მამამთავრიშვილს. მარქაფაში არიან კვაჭი ლუკა ნიორაძე, მესამეხაზელი ნიკო აფციაური და ფრთა დავით მესხი.
ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„ბიჭებმა დასახული გეგმის მიხედვით კარგად ივარჯიშეს. სამწუხაროა, რომ კოვიდ-ინფექციის გამო თავიდანვე გამოგვაკლდა მოთამაშეთა ნაწილი და შემდგომ, ვარჯიშის პროცესშიც განვიცადეთ დანაკლისი. აქედან გამომდინარე მთლად კომფორტულად ვერ ვართ და გარკვეული გადაადგილებები მოგვიწია, მაგრამ საბედნიეროდ, გვყავს რეზერვი ‘შავი ლომიდან’. მთლიანობაში, სასურველი შემადგენლობა არ გვყავს, თუმცა ამას მეორე, კარგი მხარეც აქვს – სხვა მოთამაშეებს მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი“

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე. 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.
16. ლუკა ნიორაძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ნიკო აფციაური, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. დავით მესხი

მსოფლიოს თასის შესარჩევი
სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო – 24 ქულა, 2. რუმინეთი – 14, 3. პორტუგალია – 14, 4. ესპნეთი – 12, 5. რუსეთი – 9, 6. ნიდერლანდები – 0

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *