ოთხი ქართული ლელო საფრანგეთში

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-15 ტურის მატჩები გაიმართა. ეს ტური უხვლელოიანი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის. ბიარიცელი თორნიკე ჯალაღონიას ლელოს თაობაზე უკვე ვწერდით. მის გარდა თითო ლელო კიდევ სამმა ქართველმა თედო აბჟანდაძემ, ლაშა მაჭარაშვილმა და ბექა შვანგირაძემ მიითვალა.

თედო აბჟანდაძის, მირიან ბურდულისა და ოთარ გიორგაძის მონტობანმა შინ უშუალო კონკურენრიტი, ომარ ოდიშვილისა და საბა ფესვიანიძის ანგულემი მიიღო და 25:19 დაამარცხა.

აბჟანდაძემ, რომელმაც სრულად ითამაშა 31-ე წუთზე ლელო გაიტანა. მის ანგარიშზე ასევე ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმოა. ბურდული მე-60 წუთზე შეცვალეს, ოდიშვილმა სრულად ითამაშა, ფესვიანიძე მოედანზე მე-17 წუთიდან გამოჩნდა, გიორგაძე განაცხადში არ იყო.

მონტობანს ამ გამარჯვების შემდეგ 26 ქულა დაუგროვდა, მე-13 ადგილზეა და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ანგულემს მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

გაცილებით უკეთესი სატურნირო მდგომარეობა აქვს ლაშა მაჭარაშვილის მონ დე მარსანს, რომელმაც შინ დაამარცხა ვახტანგ ახობაძისა და ლუკა პეტრიაშვილის კარკასონი – 42:13.

მაჭარაშვილმა, რომელიც თამაშში 50-ე წუთიდან, 74-ე წუთზე ლელო გაიტანა. 50-ე წუთიდან გამოჩნდა მოედანზე კარკასონის შემადგენლობაში პეტრიაშვილი, ოთხ წუთის შემდეგ კი, ახობაძე შეცვალეს.

სტუმრად რუენთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა გიორგი ქართველიშვილის, ლუკა ნიორაძის, გიორგი ჯავახიას, მიხეილ ალანიასა და გიორგი გოგოლაძის ორიაკმა – 26:6.

ორიაკელთა ახალგაზრდა ქართველმა მესამეხაზელმა ბექა შვანგირაძემ, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს, 64-ე წუთზე ლელო გაიტანა. 70-ე წუთზე მოედანზე გამოჩნდა შერკინების კვაჭი ლუკა ნიორაძე, გოგოლაძემ სრულად ითამაშა, ქართველიშვილი და ჯავახია 62-ე წუთზე შეცვალეს, ალანიას არ უთამაშია.

ორიაკი, ახლა, 37 ქულით მე-6 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *