ოლდრიჯის 20,000 ქულა, ბრუკლინმა ინდიანა 105:98 დაამარცხა

ლამარკუს ოლდრიჯმა თავისი 21 ქულიდან 17 მეორე ტაიმში ჩააგდო, კარიერულად 20,000 ქულა დააგროვა, ხოლო მისმა ბრუკლინმა 105:98 დაამარცხა ინდიანა.

სეზონის არადამაჯერებელი სტარტის შემდეგ, ჯეიმს ჰარდენმა ბრწინვალედ ითამაშა, დააგროვა რა 29 ქულა, 22 ქულა ქონდა კევინ დურანტს, ნეთსმა კი მოგება /წაგების ბალანსი გაათანაბრა 3-3.
ოლდრიჯი ნბას ისტორიაში გახდა 48-ე კალათბურთელი, რომელმაც 20,000 ქულიან ზღვარს უწია (მოქმედ კალათბურთელთა შორის მეშვიდე).

null

ინდიანამ სეზონის სტარტზე ჩატარებული 6 შეხვედრიდან უკვე მეხუთე წააგო (სტუმარად 0-4) და აღმოსავლეთ კონფერენციის ფსკერზე დაილექა.

„ნეთსთან“ წაგებულ მატჩში 28 ქულა ქონდა ტორი კრეიგს, კრის დუარტემ 19 ქულა აიღო, საბონისმა 16, ჯერემი ლემბმა 12. ისევ არ ენდნენ გოგა ბითაძეს, რომელმაც პარკეტზე მხოლოდ 51 წამი გაატარა, ისიც გარბიჯ თაიმში, მაშინ როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

მატჩი ბრუკლინმა არცთუისე კარგად დაიწყო და მეტოქეს 16 ქულით ჩამორჩა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა 28-9 გაქცევა მოაწყვეს(ჰარდენის 13 ქულა) და დიდ შესვენებაზე 3 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ 58-55.

null

მესამე მეოთხედის ბოლოს, კევინ დურანტის დამაჯერებელი თამაშის ფონზე ნეთსი 85-74 ამარცხებდა მეტოქეს, „დურანტულამ“ დროის ამ პერიოდში 4 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. კარგი დახმარება გაუწია გუნდს ლამარკუს ოლდრიჯმა, რომელმაც 8 ქულა აიღო საშუალო დისტანციებიდან შესრულებული სროლების შედეგად.
უკანასკნელ, მეოთხე პერიოდში პეისერზმა გაიბრძოლა და ძირითადი დროის დასრულებამდე 5:15 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა 90:90.

„ბრუკლინის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ ნეშმა დროულად დააბრუნა მოედანზე გუნდის ლიდერები, რომელთაც იოლად დაიბრუნეს ანგარიშში უპირატესობა და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდეც მიიყვანეს 105:98.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *