ოლე-გუნარ სულშერი: რონალდუს თავისუფლად შეუძლია 40 წლამდე ითამაშოს

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სულშერმა, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ნორვეგიელმა განაცხადა, რომ იგი აღფრთოვანებულია რონალდუს ფიზიკური მონაცემებით და პორტუგალიელს შეუძლია 40 წლამდე ითამაშოს.

“რონალდუ 36 წლის ასაკშიც კი ბრწყინვალე ფიზიკურ კონდიციებშია. მას თავისუფლად შეუძლია ფეხბურთი 40 წლამდე ითამაშოს. რონალდუს  ყოველ დღიურად ვუყურებ ამის თქმის საშუალებას მისი შემართება მაძლევს. 

კრიშტიანუ კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია პრემიერლიგაში. მისი ფიზიკური მონაცემებით კმაყოფილი ვარ. მიხარია, რომ იგი ინგლისში დაბრუნდა, აქ უფრო მეტი ინტენსივობაა ესპანეთის და იტალიის ჩემპიონატებთან შედარებით, ამიტომ რონალდუს დატვირთვა უნდა შევამციროთ. 

რონალდუს ბრწყინვალე კარიერა აქვს, მან უამრავი ტიტული მოიგო და მიუხედავად ამისა მაინც მუდამ მოგებისკენ ისწრაფვის. მან ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო იმისთვის, რომ ამ დონეზე ყოფილიყო. იგი ყოველგვარ შექებას იმსახურებს. რასაკვირველია ამ წარმატებაში თავისი წვლილი მის დნმ-ს და ნიჭსაც მიუძღვის.”-ციტირებს ნორვეგიელის სიტყვებს Sky Sport-ი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *