“ოლივეირას ნუ მადარებთ… ჩემს სახეს არავინ შეხებია” – ხაბიბ ნურმაგომედოვი

UFC-ს მსუბუქ წონას ახალი მეფე ჰყავს და მისი სახელია ჩარლზ ოლივეირა. ბრაზილიელამდე, ამ წონის ოქრო ხაბიბ ნურმაგომედოვის მფლობელობაში იყო, რომელმაც კარიერა უკვე 2 წელია რაც დაასრულა. მიუხედავად ამისა, ბევრი გულშემატკივარს დღემდე სჯერა, რომ თუ ოლივეირა ხაბიბის მეგობარს, მსუბუქი წონის კონტენდერს, ისლამ მახაჩევს დაამარცხებს, ხაბიბი დაბრუნდება ოლივეირასთან საბრძოლველად. ხაბიბმა ბევრჯერ უარყო დაბრუნების შესახებ გავრცელებული ჭორი, იგი არ აპირებს ოლივეირასთან ბრძოლას, თუმცა ოლივეირაზე საუბარზე, თანაც ხშირად უარყოფით კონტექსტში, უარს არ ამბობს.

ESPN MMA-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ნურმაგომედოვმა ბრაზილიელზე ვრცლად ისაუბრა:

“მან ჩემზე მხოლოდ მცირე შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო. ის ყველა ბრძოლაში დაბლა ეცემა, ეს კი მისთვის ძალიან ცუდია. თანაც ერთხელ კი არა, რამდენჯერმე ნოკდაუნდება ბრძოლის განმავლობაში. ბოლო ბრძოლაში რამდენი იყო? 2 თუ 3 ნოკდაუნი… ჩენდლერთან, პორიესთან, გეიჯისთან – ყველასთან დანოკდაუნდა. ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩემს სახეს არავინ შეხებია, მას კი ყველა ანოკდაუნებს. ხალხი ოლივეირას არ უნდა მადარებდეს! ის UFC-ში 8-ჯერ დანებდა, კარგით რა… ვინ დანებდა მილერთან, პეტისთან, ჰოლოვეისთან, ფელდერთან? ჩარლზ ოლივეირა და არა ხაბიბ ნურმაგომედოვი.”

Leave a comment

Your email address will not be published.