როგორც მოგეხსენებათ, ოლივიე ჟირუ ჩელსიდან მილანში გადავიდა. ფრანგმა ფორვარდმა ტვიტერში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ლონდონელებს დაემშვიდობა.
“ყველა ლურჯს, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, გუნდში მომუშავე პერსონალს, გულშემატკივრებს, ყველას დიდი მადლობა განსაკუთრებული მომენტებისთვის.
ახალ მოგზაურობას ვიწყებ. FA თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა დაუვიწყარი იყო. მადლობა და ნახვამდის, სიყვარულით ოლი ჯი.”-დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ფრანგმა ფორვარდმა.
ჟირუ ჩელსიში 2018 წლის იანვარში არსენალიდან გადავიდა. იგი ბოლოს უმეტესად სათადარიგოს ფეხბურთელად განიხილებოდა, წინა სეზონში მან პრემიერლიგაში მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა და ძირითადში 8-ჯერ იყო. რაც შეეხება ჟირუს მილანში ტრანსფერს, ფრანგი როსონერიში რამდენიმე დღის წინ გადავიდა და 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.