ტოკიოს ოლიმპიადაზე საჩოგბურთო ტურნირის წილისყრა შედგა, სადაც გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე.
საქართველოს პირველი ჩოგანი ოლიმპიადას ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენასთან(N 90 მსოფლიო რეიტინგში) დაპირისპირებით გახსნის. პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში ნიკას მეტოქე იაპონელ ტარო დანიელს და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებული იქნება.
სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ოლიმპიადას ბოლივიელ უგი დელიენთან მატჩით გახსნის.
ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი დანიილ მედვედევი პირველ რაუნდში ყაზახ ალექსანდრ ბუბლიკს ხვდება.
პირველი რაუნდის სხვა საინტერესო მატჩები
მიურეი – ოჟე ალიასიმი
ნიშკორი – რუბლიოვი
ზვერევი – იენ სუნ ლუ
ჰურკაჩი – ფუქსოვიჩი
ხაჩანოვი – ნიშიოკა
კოლშრაიბერი – ციციპასი
მონფილსი – ივაშკა