ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჯერ არ დაწყებულა და უკვე სპორტსმენების კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით ტესტეზე დადებითი პასუხი ორ სპორტსმენს დაუდგინდა.
სულ ინფიცირებულია 10 ადამიანი, რომელთა შორის ერთი უცხოელი ჟურნალისტია. ამათგან ცხრა ინფიცირებული ორკვირიან კარანტინში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ტესტეზე დადებითი პასუხი სამმა უცხოელმა სპორტსმენმა მიიღო. თუმცა, მათგან მხოლოდ ორი ცხოვრობს ოლიმპიურ სოფელში.
ეს კი, კოვიდ19-ის თემაზე შექმნილი კარიკატურებია, რომელიც, ცხადია, ტოიკოს ოლიმპიადას უკავშირდება.