ოლიმპიადის ფინალში ახალი ზელანდია საფრანგეთს დაუპირისპირდება

ტოკიოს ოლიმპიადაზე დასასრულს უახლოვდება ქალთა რაგბი 7-ის ტურნირი. დღეს გამთენიისას ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა და ფინალისტებიც გამოვლინდნენ.

პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ახალი ზელანდიის და ფიჯის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

„ოლ ბლექსმა“ შეხვედრა წარმატებით დაიწყო – მეორე წუთზევე ბროუტონმა ლელო დადო 5:0. ფიჯელები დროულად გამოფხიზლდნენ და მალევე საპასუხო ლელოც დადეს – სოლივოკიტის გარღვევა 5 ქულით დასრულდა, რივაიმ კი ზუსტად შეასრულა გარდასახვა, რისი წყალობითაც კუნძულელებმა ტაიმი მოიგეს 7:5.

მეორე ნახევრის სტარტზე სოლიკოვიტიმ დუბლი შეასრულა დადებული ლელოებით და სენსაციის დაფიქსირების შანსიც გაჩნდა, თუმცა ახალ ზელანდიელთა ლიდერმა ვუდმანმა ანგარიშის გამთანაბრებელი ლელო დადო.

მატჩის უკანასკნელ წუთზე ნათან ვონგმა თითქოს გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა და ანგარიში 17:12 გახადა, თუმცა მსაჯის მიერ მეორე კომპენსირებული წუთი მიდიოდა, როდესაც ულუინასუმ ლელო დადო და თუ ფიჯი გარდასახვას „შეაგდებდა“, ისინი ფინალშც გადიოდნენ.

კუნძულელებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს და მატჩიც ოვერტაიმში გადავიდა, სადაც „ოქროს ლელო“ მაინც ახალ ზელანდიელებმა დადეს – თავი ისევ ბროუტონმა გამოიჩინა და საკუთარი ნაკრები ოლიმპიადის ფინალში გაიყვანა.

null

არანაკლებ საინტერესო გამოდგა მეორე ნახევარფინალიც, სადაც საფრანგეთის ნაკრები დიდ ბრიტანეთს უპირისპირდებოდა.

„ლე ბლემ“ იდეალური სტარტი აიღო – საწყის 3 წუთში მეტოქეს ორი ლელო დაუდო (ციოფანი, ოკემბა) და 14:0 დაწინაურდა. ბრიტანელებმა ფრანგებს ჯოისის დუბლით უპასუხეს, თუმცა ტაიმის მიწურულს ბერტრანის ლელოთი „ლე ბლემ“ მატჩის პირველი ნახევარი 21:12 მოიგო.

მეორე ტაიმის სტარტზე ციოფანიმ მორიგი ლელო დადო მეტოქის ჩათვლის მოედანში და ამით ფაქტობრივად გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი.

„ბრიტანელებს“ დასაკარგი აღარაფერი ქონდათ – მე-11 წუთზე სმიტმა ლამაზი კომბინაცია ლელოთი დააგვირგვინა, ჰუნტმა ზუსტად შეასრულა გარდასახვა და სხვაობა 7 ქულამდე დავიდა 19:26.

3 წუთი რჩებოდა მატჩის ბოლომდე, თუმცა ბრიტანელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *