ოლიმპიადის ფინალში ერთმანეთს ფიჯი და ახალი ზელანდია დაუპირისპირდებიან

დღეს გამთენიისას, ტოკიოს ოლიმპიადაზე, რაგბი 7-ის ტურნირის ნახევარფინალები გაიმართა და ფინალისტებიც გამოვლინდნენ.

პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ახალი ზელანდიის და დიდი ბრიტანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრაში პირველი ლელო ახალ ზელანდიელთა კაპიტანმა კარიმ დადო, რომელიც ნიუსთაბმა გარდასახა 7:0. ამ მოვლენიდან 1 წუთში ბრიტანელებმა საპასუხო ლელო დადება მოახერხეს – ნორტონი გაექცა დამცველებს და წონასწორობაც აღდგა 7:7 (ბიბის გარდასახვა).

პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში “All Blacks”-მა მორიგი წარმატებული შეტევა განახორციელა, რომელიც ვეირის ლელოთი დასრულდა.

მატჩს მეორე ნახევარში ახალ ზელანდიელებმა მეტოქეს კიდევ 3 ლელო გაუტანეს და შეხვედრა 22 ქულიანი უპირატესობით მოუგეს 29:7.

null

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს არგენტინის და ფიჯის ნაკრებები ხვდებოდნენ. „მფრინავმა ფიჯელებმა“ იდეალურად ჩაატარეს პირველი წუთები და 2 ლელოს დადება მოახერხეს, თავი მაქალამ და დერენალაგიმ გამოიჩინეს – 12:0.

არგენტინა ესე მარტივად არაფრის დათმობას არ აპირებდა – პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ჯერ მონეტამ გაიბრწყინა და მორიგი ლელო დადო ოლიმპიადაზე, ხოლო კომპენსირებულ დროში მენდიმ დაალელოვა კუნძულელები. ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა მარემ, რისი წყალობითაც არგენტინამ პირველი ტაიმი 14:12 მოიგო.

მე-11 წუთამდე ფიჯი შეხვედრას აგებდა 2 ქულიანი სხვაობით, თუმცა შეცვლაზე შემოსულმა მორაგბეებმა სიტუაცია შეცვალეს – ჯერ ვაინიქოლომ დადო ლელო, ხოლო მატჩის უკანასკნელ წუთზე თავი უკვე სემი რადრადრამაც გამოიჩნა. საბოლოოდ 26:14 – ფიჯი ს გამარჯვება.

ოლიმპიადის ფინალში ერთმანეთს ახალი ზელანდიის და ფიჯის ნაკრებები დაუპირისპირდებიან (13:00 თბილისის დრო), ხოლო მე-3 ადგილისთვის მატჩში არგენტინა და დიდი ბრიტანეთი ითამაშებენ (12:30).

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *