ოლ ბლექსის დომინაცია გრძელდება (Video)

ახალი ზელანდიის ნაკრებმა ოქლენდში, ბლედსლოუს თასის გათამაშების განმეორებით მატჩში კიდევ ერთხელ დაამარცხა ავსტრალიის ეროვნული გუნდი 57:22 და ბლედსლოუს თასი ისევ თავისთან დაიტოვა.

ოზებმა მეტოქეს საკადრისი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, რომელიც ახალზელანდიელებმა რვა ქულის სხვაობით 23:15 მოიგეს. ოლ ბლექსმა მეტოქეს რვა ლელო გაუტანა აქედან ორი შერკინების კვაჭის კოდი ტეილორის ანგარიშზეა.

ვოლაბებმა სამი ლელოს გატანა მოახერხეს. ეს სხვა გუნდებთან შესაძლებელია საკმარისიც იყოს გამარჯვებისთვის. თუმცა, ოლ ბლექსთან – არა.

შედეგად, ახალი ზელანდიის ნაკრებმა ბლედისლოუს თასი კიდევ ერთხელ ჩაიბარა და, ახლა, ოთხი ერის მოსაგებად დაიწყებს მზადებას.

 

ახალი ზელანდია-ავსტრალია 57:22

ახ.ზელანდია: 8ლ – სავეა, იოანე, რეტალეკი, ტეილორი (2), რისი, იორდანე, ჰევილი. ს – მაკენზი. 7გ – მოუნგა (5), ბ.ბარეტი (2).

ავსტრალია: 3ლ –  კელევეი (2), მაკდერმოტი. 2გ,ს – ლოლესიო

Возможно, это изображение (5 человек и в помещении)

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *