ოლ ბლექსი-ბოკე: მე-100 ტესტი

All Blacks player Beauden Barrett during the Rugby Championship Round 3 match between the New Zealand All Blacks and the Argentina Pumas at CBus Stadium on the Gold Coast, Wednesday, May 1, 2019. (AAP Image/Dave Hunt) NO ARCHIVING, EDITORIAL USE ONLY ** STRICTLY EDITORIAL USE ONLY, NO COMMERCIAL USE, NO BOOKS **

ოთხი ერის გათამაშების მორიგ ტურში სამხრეთ აფრიკის ნაკრები შაბათს, ავსტრალიურ თაუნსვილში, ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ეს რაგბის ისტორიაში  ამ გუნდებს შორის გამართული მე-100 ტესტი იქნება.

ბოკეს მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნიენაბერმა ავსტრალიასთან წაგებული მეორე მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა. მარვინ ორესა და ფრანკო მოსტერტის ნაცვლად კვაგა სმითი და ლუდ დე იაგერი ითამაშებენ.

სათადარიგოთა შორის მოხვდნენ ელტონ იაინკისი და ფრანსუა სტეინი. კვალვ ტრავმირებულია გარემარბი ჩესლინ კოლბი. ის გუნდს ვერ დაეხმარება.

გასულ უქმეებზე არგენტინასთან გამართული მატჩის შემდეგ ოლ ბლექსის თავკაცმა იან ფოსტერმა ძირითად შემადგენლობაში რვა ცვლილება განახორციელა. თამაშს სამივე ძმა ბარეტი, ბოდენი, სკოტი და ჯორდი სასტარტოში დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ გათამაშებას დაუმარცხებლად ლიდერობს ახალი ზელანდიის ნაკრები, რომელსაც საბოლოო გამარჯვების მისაღწევად ფრეც ხელს აძლევს.

სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლე რუ, 14. სბუ ნკოსი, 13. ლუხანო ემი, 12. დამიენ დე ალენდე, 11. მაკაზოლე მაპიმპი, 10. ჰანდრე პოლარდი, 9. ფაფ დე კლერკი.  1. ტრევორ ნიაკანე, 2. ბონგი მბონამბი, 3. ფრანს მალერბე, 4. ებენ ეტზებეთი, 5. ლუდ დე იაგერი, 6. სიია კოლისი,7. კვაგა სმითი, 8. დუეინ ვერმულენი

16.მალკოლმ მარქსი, 17. სტივენ კიტსოფი, 18. ვენსან კოხი, 19. ფრანკო მოსტერტი, 20. მარკო ფან სტადენი, 21. ხერშელ იაინკისი, 22. ელტონ იაინკისი, 23. ფრანსუა სტეინი

ახალი ზელანდია: 15. ჯორდი ბარეტი, 14. ვილ ჯორდნი, 13. რეიკო იოანე, 12. დავიდ ჰევილი, 11. ჯორჯ ბრიჯი, 10. ბოდენ ბარეტი, 9. თი ჯეი პერენარა.  1. ჯო მუდი, 2. კოდი ტეილორი, 3. ნეპო ლაულალა, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სკოტ ბარეტი, 6. აკირა იოანე, 7. არდი სავეა, 8. ლუკ ჯაკობსენი

16.სამისონი ტაუკეიაჰო, 17. კარი ტუინუკუაფე, 18. ოფა ტუუნგაფასი, 19. პატრიკი ტუიპულოტუ, 20. ეტიენ ბლეკედერი, 21. ბრედ ვებერი, 22. დამიან მაკენზი, 23. ქუინ ტუპაეა

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *