ოლ ბლექსი დაუმარცხებლად ლიდერობს (Video)

ახალი ზელანდიის ნაკრებმა ბრისბენში გამრთული ოთხი ერის  გათამაშების მეოთხე ტურის მატჩში კიდევ ერთხელ დაამარცხა არგენტინის ნაკრები – 36:13. ოლ ბლექსმა მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანა და ერთი საპრემიო ქულა მიითვალა.

ხუთიდან ორი ლელო ახალზელანდილეთა მეორეხაზელმა ტუპოუ ვააიმ გაიტანა. არგენტინელთაგან კი, თავი ემილიანო ბოფელიმ გამოიჩინა, რომელმაც გუნდს ყველა, ცამეტივე ქულა შეძინა (ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმო).

ოლ ბლექსი მოდევნო ორ მატჩს სახრეთ აფრიკის ნაკრებთან გამართავს. ამ ორიდან, საკმარისია თუნდაც ერთი მოიგოს, ან ფრე ითააშოს, რომ ახალზელანდიელები ოთხი ერის გამარჯვებულები გახდებიან.

 

სატურნირო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია – 20 ქულა, 2. სამ.აფრიკა – 10, 3. ავსტრალია – 9, 4. არგენტინა – 0

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *