ოთხი ერის გათამაშების გამოტოვებული მატჩი ვოლაბებსა და ოლ ბლექსს შორის მაინც ჩატარდა და, როგორც დაგეგმილი იყო, მას პერთმა უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ ახალზელანდიელებს რამდენიმე წამყვანი მორაგბე აკლდა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ მეტოქეს უშანსოდ ძლიეს – 38:21.
მეტიც, 28-ე წუთიდან მოყოლებული ოლ ბლექსი კაცნაკლული თამაშობდა. ფულბეკმა ჯორდი ბარეტმა დაკიდებული ბურთზე ბრძოლისას ავსტრალიელ გარემარბს მარიკა კოროიბეტეს სახეში ფეხი განზრახ ჩაარტყა. არბიტრმა მას, ცხადია, წითელი ბარათი უჩვენა.
ახალზელანდიელებმა მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს. აქედან ორი შუამარბის, დევიდ ჰევილის ანგარიშზეა. უჩვეულოდ ცუდად ურტყამდა კარში მგეზავი ბოდენ ბარეტი, რომელმაც ექვსი ლელოდან მხოლოდ ერთი გარდასახა.
ავსტრალია-ახალი ზელანდია 21:38
ავსტრალია: 3ლ – ფაინგაა, ვაითი, ბენქსი. 3გ – ლოლესიო, ჰოჯი (2)
ახ.ზელანდია: 6ლ – ჯ.ბარეტი, ჰევილი (2), ჯორდანი, ლინერტ-ბრაუნი, ბრიჯი 2ს,გ – ბ. ბარეტი
გაძევება: ჯ.ბარეტი
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია – 10 ქულა, 2. სამხრეთ აფრიკა – 9, 3. არგენტინა – 0, 4. ავსტრალია – 0