ოთხი ერის გათამაშება ხუთ სექტემბერს ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების გადატანილი მატჩით განახლდება, რომელიც წესით 28 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. იქამდე კი, სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის ნაკრებებმა გეზი ავსტრალიისკენ აიღეს. მათ თვითმფრინავი ერთობლივად იქირავეს და იოჰანესბურგიდან ბრისბენში გადაფრინდნენ.
იქვე ჩავა ახალი ზელანდიის ნაკრებიც, რომლის მთავარმა მწვრთნელმა იენ ფოსტერმა საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობა იახლა. ოლ ბლექსს რამდენიმე წამყვანი მორაგბე დააკლდება. ზოგს ტრავმა აწუხებს, ზოგს ოჯახური პრობლემები აქვს, ზიგიც თავს ნოემბრის ტესტებისთვის ინახავს. სემ ვაითლოქი, რიჩი მოუნგა და აარონ სმითი მამობისთვის ემზადებიან. შესაბამისად, ოლ ბლექსის რიგებში ბევრი ახალი მოთამაშეა.
ახალი ზელანდია
შერკინება: ჯორჯ ბაუერი, ეთან დე გრუთი, კარლ ტუინკუაფე, ნეპო ლაულალა, ოფა ტუნგაფასი, ჯო მუდი, ანგუს ტაავაო, ტაილერი ლომაქსი, ასაფო ამუა, სამისონი ტაუკეიაჰო, კოდი ტეილორი, სკოტ ბარეტი, ბროდი რეტალიკი, ტუპუ ვააი, პატრიკ ტუიოლოტუ, აკირა იოანე, დელტონ პაპალიი, ჰოსკინს სოტუტუ, არდი სავეა, ლუკ ჯეიკობსენი, ეტიენ ბლეკედერი
უკანა ხაზი: თი ჯეი პერენარა, ფინლი კრისტლი, ბრედ ვებერი, ბოდენ ბარეტი, სევუ რისი, ვილ ჯორდანი, ჯორჯ ბრიჯი, ენტონ ლინერტ-ბრაუნი, ქუინ ტუპეა, ბრენდონ ენორი, დევიდ ჰავილი, რიკო იოანე, ჯორდი ბარეტი, დამიენ მაკენზი