ომალის შოუ და პირველი რაუნდის ნოკაუტი [VIDEO]

შონ ომალი განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას UFC-ში და ზედიზედ მესამე ორთაბრძოლაში იმარჯვებს ნოკაუტით. ამჯერად მან ბრაზილიელი რაულიან პაივა პირველ რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლის პირველი წუთების განმავლობაში მებრძოლები ერთმანეთს ზვრეავდნენ, რამდენიმე კარგი ჯების შემდეგ ომალიმ პაიბას ძლიერი მარჯვენ გაუტარა, რის შემდეგაც ბრაზილიელი ნოკდაუნში ჩავარდა – ომალიმ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და ბრძოლა მალევე დაასრულა.

ეს ომალისთვის UFC-ში მოპოვებული მე-7 გამარჯვებაა. მიუხედავად მსგავსი შედეგისა, იგი თავისი წონის TOP 15-შიც კი არ შედის – მიზეზი კი მისი ოპონენტების პოზიციებია. დღევანდელი ივენთის პრესკონფერენციაზე, შონ ომალიმ და ყოფილმა ჩემპიონმა, კოდი გარბანტდმა ერთმანეთი გამოიწვიეს = ექს ჩემპიონთან ბრძოლა კი ნამდვილად შანსი იქნება მისთვის TOP 15-ში ადგილი დაიმკვიდროს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *