ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა მეკარემ ჩვენს ჩემპიონატში ომარ მიგინეიშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 37 წლის ფეხბურთელი ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩამდე გააცილეს, სადაც დინამომ ლოკომოტივს 3:2 მოუგო. გამოცდილ ფეხბურთელს 13 ნომრიანი სამახსოვრო მაისურა გადასცეს.
მიგინეიშვილმა კარიერა სამტრედიაში დაიწყო, შემდეგ იყო ქუთაისის ტორპედო, ლოკომოტივი, კვლავ ტორპედო, თბილისის დინამო, გორის დილა, ცხინვალი, სამტრედია, რუსთავი, საბურთალო და ბოლოს ისევ დინამო თბილისი.
მიგინეიშვილი საქართველოს ჩემპიონი (4), საქართველოს თასის (2) და სუპერთასის (3) მფლობელი გახლავთ. ომარს საქართველოს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული. პირველად იგი 2013 წელს თემურ ქეცბაიამ ირლანდიის წინააღმდეგ ათამაშა, მეორედ კი 2017 წელს ვლადიმირ ვაისმა იორდანიასთან მატჩში.