ომი ლონდონში! – იტალიამ ავსტრია დამატებით დროში გატეხა [ვიდეო]

იტალიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით გაიარა, რის გამოც გულშემატკივრების ნაწილი აძურისგან ავსტრიის მარტივად დამარცხებასაც მოელოდა. ეს ვარაუდი არ გამართლდა – უემბლიზე დიდებული შეხვედრა ვიხილეთ.

 

პირველი ნახევრის პირველ წუთებში, ავსტრია თამამად თამაშს ცდილობდა, თუმცა იტალიამ უპირატესობა მოიპოვა და მოწინააღმდეგეს დაცვაში თამაში აიძულა. მიუხედავად ამისა, “სკუადრა აძურამ” ბევრი მომენტი ვერ შექმნა, მათგან ორი შეგვიძლია გამოვყოთ – ბარელას დარტყმული ავსტრიელთა მეკარემ მოიგერია, ჩიროს შორეული გასროლა კი ძელს მოხვდა.

 

მეორე ტაიმი განსხვავებული გამოდგა – ავსტრიამ მეტოქეს არა თუ არაფერი დაუთმო, უპირატესობაც მოიპოვა. ეს გუნდმა მარკო არნაუტოვიჩის გოლშიც ასახა, თუმცა VAR-მა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

 

მატჩი დამატებით დრომდე მივიდა. იტალიას ინდივიდუალისტი სჭირდებოდა, რომელიც მხსნელად მოევლინებოდათ, ასეთი კი ცვლილებაზე შემოსული კიეზა აღმოჩნდა, რომელმაც საჯარიმოში დიდებულად ითამაშა და ანგარიში გახსნა. პირველი დამატებითი დროის ბოლო წუთზე, პესინამ “აძურის” უპირატესობა ორამდე გაზარდა. კიეზას მსგავსად, შეხვედრაში პესინაც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

 

მიუხედავად ასეთი დარტყმისა, ავსტრიამ ბრძოლა განაგრძო და კალაჯიჩმა ერთი გოლის გაქვითვაც მოახერხა.

 

საბოლოოდ, 1/4 ფინალში იტალია გავიდა. “აძური” ბელგია – პორტუგალიაში გამარჯვებულს ელოდება…

 

იტალია 0:0 (დ.დ: 2:1) ავსტრია

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *