ტურინის იუვენტუსი ფორვარდის დამატებაზე მუშაობს. Tuttosport-ის ცნობით, ბიანკონერის მაურო იკარდიდან და ედისონ კავანიდან ერთ-ერთის გადაბირება სურს. იტალიელები ტრანსფერის განხორციელებას ზამთარში შეეცდებიან.
იუვენტუსი ასევე ახალ კონტრაქტს სთავაზობს ფედერიკო ბერნარდესკის, თუმცა შემცირებული ანაზღაურებით. ჯერ უცნობია სურს თუ არა ფედერიკოს იუვეში დარჩენა.
რაც შეეხებათ იუვეს სასურველ ფეხბურთელებს, მას შემდეგ, რაც პსჟ-ში მესი გადავიდა, ფრანგულ გუნდში იკარდის სათამაშო დრომ საგრძნობლად იკლო, არც კავანი არის მანჩესტერში ძირითადის მოთამაშე. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანს სერია ა-ში საკმაოდ უთამაშია. კავანი ჯერ პალერმოს, შემდეგ ნაპოლის ღირსებას იცავდა, იკარდი კი სამპდორიას და ინტერის ფეხბურთელი იყო.
იუვენტუსს არცისე კარგი დრო უდგას, გუნდი სერია ა-ში 25 ქულით მე-5 ადგილზეა და შემდეგ ტურში ვენეციას შეხვდება. ბებერ ქალბატონს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ადგილი უკვე გარანტირებული აქვს, ალეგრის შეგირდები ბოლო ტურში მალმიოს შეხვდებიან. გასარკვევი მხოლოდ ის იქნება რომელ ადგილზე გავა იუვენტუსი.