ორიდან ორი

ოთხი ერის გათამაშების მეორე ტურის მარჩში, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, პორტ ელიზაბეტში გაიმართა ბოკემ არგენტინის ნაკრები მეორედაც დაამარცხა 29:10.

სამხრეთაფრიკელებმა მატჩის პირველი ნახევარი ჩეულ სტილში, მძიმე მორკინალების მიერ უპირატსეიბის შექმნის ხერხით წარმართეს, რის გამოც მეტოქეს ხშირად აჯარიმებდნენ. ეს ბოკეს მგეზავმა ჰანდრე პოლარდმა კარგად გამოიყენა და ხუთი საჯარიმოდან ხუთივე გაიტანა. ამაზე არგენტინელებმა მხოლოდ ერთი საჯარიმოთი უპასუხეს – 15:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმო.

შესვენების შემდეგ სამხრეთაფრიკელებმა ლელოზე და საპრემიო ქულისმოპოვებაზე თამაში დაიწყეს. თუმცა, მხოლოდ ორი ლელოს გატანა მოახერხეს. ხოლო პუმებმა ერთი საპასუხო ლელო მიითვალეს და მეტოქეს საპრემიო ქულა არ დაანებეს.

სამ.აფრიკა-არგენტინა 29:10

სამ.აფრიკა: 2ლ – მაპიმპი, მარქსი. 2გ,5ს – პოლარდი

არგენტინა: ლ – მატერა. გ – სანჩესი. ს – მიოტი

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *