სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის საქართველოს 20-წლამდელთა გუნდმა მასპინძლებთან მშრალი ანგარიშით 0:42 წააგო.
მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მოპოვებული შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს. მეტოქემ კი, ორი ლელოს გატანა მოახერხა და შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით წავიდა.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეცვლები განახორციელეს და უპირატესობა მთლიანად ხელთ იგდეს, რასაც შედეგად ოთხი უპასუხო ლელო მოყვა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბოლო, მეოთხე მატჩს, რომელიც ტურნირის მესამეადგილოსანს გამოავლენს, 3 ივლისს ურუგვაის ნაკრებთან გამართავს.
საქართველო: 15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 12. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 11. საბა არჩვაძე (ლელო), 10. ვაჟა მიქაძე (ლელო), 9. გიორგი კურტანიძე (ლელო). 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. თამაზ ჯიმშელეიშვილი (ლელო), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 6. რატი ზაზაძე (არმაზი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. პაატა გალდავა (აია).
16.დავით გველესიანი (ლელო), 17. ირაკლი აფციაური (ლელო), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო), 19. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო), 20. ბექა გელხვიძე (ლელო), 21. ლუკა არჩვაძე (ლელო), 22. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 23. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 24. დავით იმნაძე (იუნკერები), 25. კოტე იაშვილი (აკადემია)