ორი ერთზე, ორი ორზე, ყველა ყველაზე – ასე იბრძვიან რუსეთში [VIDEO]

რუსული საბრძოლო ორგანიზაცია, Epic FC, ცნობილია აბსურდული ბრძოლების ორგანიზებით, რომლებშიც შეუსაბამო წყვილები იბრძვიან – განურჩევლად წონისა, რაოდენობისა და სქესისა.

ერთ-ერთი ასეთი ბრძოლა შედგა ვიტალი ბიკოვსა და ამსადოევ-პოპოვის წყვილს შორის, ორი ერთზე. ბიკოვი 103 კგ-ს იწონიდა, მეტოქეების ჯამური წონა კი 123 კგ-ს შეადგენდა. ამსადოევი და პოპოვი თავიდანვე შეტევაზე გადავიდნენ და უპირატესობა მოიპოვეს, რაც ბიკოვის სეკუნდატმა ვერ აიტანა და ოქტაგონზე შევარდა. სიტუაცია დაცვამ განმუხტა. დაცვის ჩარევა ბრძოლაში კიდევ რამდენჯერმე გახდა საჭირო – პირველ რაუნდში პოპოვი ოქტაგონიდან გააძევეს, 103 კგ-იან მეტოქესთან ამსადოევი მარტო დარჩა. საბოლოოდ პოპოვმა კიმურათი იმარჯვა.

იხილეთ ვიდეო

Leave a comment

Your email address will not be published.