მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი-ოფის საგზური მორიგმა ნაკრებმა მოიპოვა. მაროკოს ეროვნული გუნდი კანადას შეხვდა, 2:1 დაამარცხა და F ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
პირველმა ტაიმმა მაროკოს უპირატესობით ჩაიარა. განსაკუთრებით კარგი იყო ჰაკიმ ზიეჩი, რომელმაც ანგარიში გახსნა. მართალია ამ დროს მეკარე ბორიანის უხეშ შეცდომას ჰქონდა ადგილი, თუმცა ჰაკიმმა ტექნიკის ხარჯზე მშვენიერი ბურთი შეაგდო. ეს მატჩის დასაწყისში მოხდა და მაროკომ მალე მეორეც გაიტანა, 1 ბურთი კი ავტოგოლით გაიქვითა.
მეორე ნახევარში უპირატესობას კანადა ფლობდა. 2:1 ის ანგარიში არ არის გუნდი მშვიდად იყოს და მაროკოს რატომღაც მალე მოეშვა, ან შეტევის საშუალება მეტოქემ არ მისცა. მაროკომ მეორე ნახევარი სუსტად ჩაატარა, თუმცა მიუხედავად ამისა, საქმე ბოლომდე მიიყვანა და მატჩი მოიგო.
საუკეთესო ფეხბურთელი
საუკეთესო ფეხბურთელად ჰაკიმ ზიეჩი მიგვაჩნია. მან მარტივად შესასრულებელი გოლიც საკმაოდ ლამაზად შეაგდო და ზოგადადაც ძალიან კარგი იყო.
კანადა 1:2 მაროკო
გოლები: ზიეჩი (4), ელ ნესირი (23), აგერი (40 ა.გ.).