ორი მგეზავით ბორჯღალოსნების წინააღმდეგ

საქართველოს ნაკრები კვირას, 14 ნოემბერს, ბორდოში საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. “ლე ბლოს” მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ საბრძოლო რაზმი დაასახელა.

ფრანგების უძლიერესი შემადგენლობით დაგვიპირისპირდებიან. მასპინძლები ისევ ორი მგეზავით ითამაშბენ. ესენია: მატიო ჟალიბერი (№10) და რომენ ნტამაკი (№12). არგენტინელებთან მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში იქნება მესამეხაზელი გრეგორი ალდრიტი. ხოლო, მეორე ხაზში დაიკავებს ადგილს კამერონ ვოკი. გარემარბის პოზიციაზე კი, მატის ლაბელი ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებისა” და ფრანგების მატჩი კვირას 17 საათზე დაიწყება.

საფრანგეთი: 15. მელვინ ჟამინე, 14. დამიენ პენო, 13. გაელ ფიკუ, 12. რომენ ნტამაკი, 11. მატის ლაბელი, 10. მატიო ჟალიბერი, 9. ანტუან დუპონი.  1. სირილ ბაი, 2. ჟულიან მარშანი, 3. უინი ატონიო, 4. კამერონ ვოკი, 5. რომენ ტაოფიფენუა, 6. ანტონი ჟელონში, 7. სეკუ მაკალუ, 8. გრეგორი ალდრიტი

16. პეატო მაუვაკა, 17. ჟან-ბატისტ გროსი, 18. დემბა ბამბა, 19. ტიბო ფლამანი, 20. პოლ ვილემსე, 21. ფრანსუა კროსი, 22. მაქსიმ ლუკუ, 23. ჯონათან დანტი

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *