ორი ნოკდაუნი ენრიკო გოგოხიასგან და ფრე ლას ვეგასში [VIDEO]

უკრაინის მოქალაქეობის მქონე ქართველი მოკრივე, ენრიკო გოგოხია განაგრძობს დაუმარცხებლად ასპარეზობას. გუშინ, ლას ვეგასში გამართულ Premier Boxing Championship-ის ივენთზე, გოგოხია დაუმარცხებელ ამერიკელ კენტ კრუზს დაუპირისპირდა. ბრძოლა სუპერ მსუბუქ წონაში გაიმართა. 8 რაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ, რომელშიც გოგოხია აშკარა უპირატესობას ფლობდა, მსაჯებმა ფრე დააფიქსირეს. გოგოხიამ მე-5 რაუნდში მეტოქე ორჯერ დაანოკდაუნა და მიუხედავად იმისა, რომ კრუზიც აქტიურობდა, ენრიკომ ბრძოლის მანძილზე უფრო მეტი და ეფექტური დარტყმა მიაყენა კრუზს, ვიდრე თავად მიიღო. მსაჯების გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებშიც დიდი გაკვირვება გამოიწვია – როგორც ბრძოლის სტრიმზე, ასევე სოც. ქსელებშიც უამრავი გულშემატკივარი აღნიშნავს, რომ გოგოხიას მსაჯებმა გამარჯვება მოპარეს.

გოგოხიას ბოლო 5 ბრძოლა ნოკაუტით ჰქონდა დასრულებული. 30 წლის ქართველი მოკრივესთვის ეს კარიერაში მე-14 პროფესიონალური ბრძოლა იყო, საიდანაც 13-ში გაიმარჯვა, ხოლო ამ ბრძოლაში კარიერის პირველი ფრე დაუფიქსირეს.

იხილეთ სრული ბრძოლა: (გოგოხიას ბრძოლა 52:12-დან)

Leave a comment

Your email address will not be published.