7 ნოემბერს, UFC 268-ზე ორი სუპერ ბრძოლაა ჩანიშნული – ბელატორის ყოფილი ჩემპიონი, მაიკლ ჩენდლერი UFC-ში რიგით მესამე ბრძოლას ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია, რომ ორივე მებრძოლისთვის წინა ბრძოლა საჩემპიონო იყო, თუმცა ორივე დამარცხდა. ქამრის მოპოვებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად კი წაგების უფლება არცერთს არ აქვს. გარდა ამ დატვირთვისა, ბრძოლა სტილისტიკური კუთხითაც ძალიან საინტერესო იქნება – ორი მძიმე დარტყმისა და ძლიერი ფიზიკური მონაცემების მქონე მოჭიდავე ერთანეთის წინააღმდეგ ყოველთვის სანახაობრივ ბრძოლას მოასწავებს.
დღის მთავარი მოვლენა კი ქვესაშუალო წონის სატიტულო ბრძოლა – კამარუ უსმანისა და კოლბი კოვინგტონის რემატჩი იქნება. მათი პირველი დაპირისპირება ნამდვილი ომი იყო ოქტაგონზე – რომ არა მეხუთე რაუნდის ბოლო წუთებზე კამარუ უსმანის ძლიერი ჯები, შესაძლოა ბრძოლა სულ სხვა შედეგით დასრულებულიყო, ვინაიდან მე-5 რაუნდამდე, მსაჯების ფურცელზე ფრე ფიქსირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლის შემდეგ შესამჩნევია კამარუ უსმანის პროგრესი – მან 3 ბრძოლა გამართა, ორჯერ ხორხე მასვიდალი დაამარცხა, ერთხელ კი გილბერტ ბანრსი. ანალოგიურს ვერ ვიტყვით კოლბი კოვინგტონზე, რომელმაც მხოლოდ 1 ბრძოლა გამართა ისიც არასახარბიელო ფორმაში მყოფ ტაირონ ვუდლისთან, სადაც ვუდლის ტრავმის გამო ნაადრევი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა ფაქტი ერთია, კამარუსთვის ყველაზე უხერხული მეტოქე კოლბი იყო, მასთან მეტად კოლბისთან გაუჭირდა.