საქართველოს ნაკრები 5 მარტს, თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 33-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც შევარდენის სანაკრებო ბაზაზე მომავალი მატჩისთვის ემზადება.
შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. პრველხაზელი ვახტანგ აბდალაძის (ლენსტერი) ნაცვლად შეკრებაზე ლა როშელის ახალგაზრდა ბურჯი ალექსანდრე ქუნთელიაა გამოძახებული. ცხრა ნომრის პოზიციაზე კი, მიხეილ ალანიას ნაცვლად თენგიზ პერანიძე (შავი ლომი) იხმეს.
განაცხადში ისევ არ არის პოს კაპიტანი, მესამეხაზელი ბექა გორგაძე.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 17 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი), ნიკა აბულაძე (შავი ლომი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე); ბექა გიგაშვილი (ტულონი), გურამ პაპიძე (პო), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი)
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბაიონი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი)
მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი), ბექა საღინაძე (ლიონი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი)
№9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (მონპელიე), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი)
№10: თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი)
№12-13: გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), დემე თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი)
№11-14: ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), ოთარ ლაშხი (შავი ლომი)
№15: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი)
ნახევარფინალი
4 მარტი
პორტუგალია-ესპანეთი
5 მარტი
საქართველო-რუმინეთი