ორი ჯორჯია, რაგბის ერთი სული

საქართველოს რაგბის კავშირსა და ჯორჯიას შტატის რაგბის კავშირს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. უახლოეს მომავალში საქართველოს რაგბის გუნდი ჯორჯიას ბარბაროსები ეწვევიან.

ონლაინ კავშირი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველის ნიკოლოზ ალავიძესა და ჯორჯიას შტატის ხელმძვანელებს შორის შედგა. ალავიძემ ამერიკელ კოლეგებს გააცნო საქართველოს რაგბის კავშირის საქმოანობის პრინციპები, ბავშვთა, ქალთა და მაღალი მიღწევების რაგბის განვითარების გზები, რისთვისაც ჯორჯიას შტატის რაგბის მესვეურები დიდად მადლიერნი არიან.

ალავიძემ სწორედ ამ კონტაქტის დროს შესთავაზა ამერიკელ კოლეგებს საქართველოში მათი გუნდის ჩამოსვლის თაობაზე, რაზეც ქართული რაგბის ახალმა მეგობერებმა თანხმობა სიხარულით განაცხადეს.

აი, რა წერია ჯორჯიას შტატის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში:

“ჩვენ მივიღეთ შეთავაზება ვეწვიოთ საქართველოს, რათა გავიცნოთ აქ ქვეყნის კულტურა, ისტრია და ყველაზე მთავარ ვითამაშოთ რაგბი. როდის მოხდება ეს ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, გადაწყვეტილება მიღებულია. ჯორჯიას ბარბაროსები საქართველოში მიემგზავრებიან”.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *