ჩელსის 28 წლის გერმანელ მცველს, ანტონიო რუდიგერს, ფანტასტიკური კვირა გამოუვიდა. რამდენიმე დღის წინათ მისმა გუნდმა ფინალში მანჩესტერ სიტი დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ოთხშაბათ საღამოს კი მეორე ბავშვის მამა გახდა.
„ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო. ღმერთს ყოველთვის უკეთესი გეგმები აქვს, ვიდრე ჩვენ!“ – დაწერა ტვიტერში ბედნიერმა მამამ.
რუდიგერს მაინცდამაინც არ უყვარს სოციალურ ქსელებში აქტიურობა. თუმცა, ასეთივე გამონაკლისი შარშან, წლის დასაწყისშიც მოხდა, როდესაც პირველი შვილი შეეძინა.