ოსაკა კიდევ ერთხელ დამარცხდა

Japan's Naomi Osaka reacts as she plays against Amanda Anisimova of the US during their women's singles match on day five of the Australian Open tennis tournament in Melbourne on January 21, 2022. - -- IMAGE RESTRICTED TO EDITORIAL USE - STRICTLY NO COMMERCIAL USE -- (Photo by William WEST / AFP) / -- IMAGE RESTRICTED TO EDITORIAL USE - STRICTLY NO COMMERCIAL USE -- (Photo by WILLIAM WEST/AFP via Getty Images)

მძიმე პერიოდი უდგას ნაომი ოსაკას. იაპონელი ჩოგბურთელი შორსაა სასურველი სპორტული ფორმისგან და თამაშს თამაშზე აგებს. გასულ კვირას ნაომი ტორონტოს პირველ წრეში დამარცხდა კაია კანეპისთან, დღეს კი ცინცინატის 1000-იანთა კატეგორიის ტურნირიც მარცხით გახსნა – 2 სეტში წააგო შუაი ჟანგთან 4:6 5:7.

null

შეხვედრი სტარტი ჩინელ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – მსოფლიო რეიტინგის 44-ე ჩოგანმა პირველივე გეიმში მოიგო მეტოქის ჩაწოდება და მალე 2 გეიმიანი ჰანდიკაპით დაწინაურდა. იაპონელმა ბევრი იწვალა უკუბრეიკის შესასრულებლად, თუმცა არაფერი არ გამოუვიდა – ჯენგმა მაინც მიიყვანა სეტი გამარჯვებამდე 6:4.

მეორე პარტიის სტარტზე შუაიმ ამჯერადაც ადრეული ბრეიკი შეასრულა და თითქოს შეხვედრაში ინტრიგაც მოკლა – ჩინელი ჯერ 3:1-ს იგებდა, შემდეგ 4:2-ს, ბოლოს კი 5:3-ს.

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა გაიბრძოლა – ნანატრი უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობაც მალევე აღდგა 5:5.

თითქოს ფსიქოლოგიური უპირატესობა იაპონელის მხარეს გადავიდა, თუმცა ჟენგმა მობილიზება შეძლო – მომდევნო 2 გეიმი მოიგო და მასთან ერთად მატჩიც.

null

ამ ჩოგბურთელთა ურთიერშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 3:3 გახდა.

ბოლოს, ნაომი ოსაკამ 2018 წელს დათმო პირველი რაუნდის 2 შეხვედრა ზედიზედ(ტორონტო, ცინცინატი), რასაც US OPEN-ზე გამარჯვება მიაყოლა.

ჟენგი ცინცინატის მასტერსის მეორე რაუნდში ეკატერინა ალექსანდროვას დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published.