გენუაში, სამპდორიასთან შეხვედრაში, ვიქტორ ოსიმენმა ბრწყინვალედ ითამაშა – ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი მეტოქის ფეხბურთელს ბოლო იმედის ჯარიმა ააღებინა, რის გამოც, რა თქმა უნდა, ის მოედნიდან გააძევეს. მატჩის შემდეგ, ნიგერიელმა ფორვარდმა კომენტარი გააკეთა:
“პირველ ყოვლისა, გუნდს გამარჯვება მინდა მივულოცო. სან სიროზე, ინტერთან კარგად ვერ ვითამაშეთ, თუმცა ამაზე მშვენიერი რეაქცია გვქონდა. მატჩის კარგად დაწყება მნიშვნელოვანი იყო. ჩემი გოლის გამო ბედნიერი ვარ.
სპალეტიმ თქვა, რომ ლიდერი ვარ? მადლობა მშვენიერი სიტყვებისთვის, თავს ნამდვილად ასე ვგრძნობ, თუმცა ყველა გუნდისთვის ვირჯებით.
ნაპოლი-იუვენტუსი დიდი გამოწვევა იქნება, იუვე ხომ დიდებული გუნდია. ახლა უნდა დავისვენოთ, შემდეგ კი მატჩზე ვიფიქროთ, სადაც განსხვავების შექმნა ყველას შეუძლია,” – თქვა ოსიმენმა.
ნაპოლი იუვენტუსს 13 იანვარს მიიღებს…