ვიქტორ ოსიმენზე დიდი მოთხოვნაა. ESPN-ის ინფორმაციით, ნიგერიალისადმი ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედი და პსჟ იჩენენ.
ოსიმენის შეძენა მარტივი არ იქნება. ცნობილია, რომ ნაპოლი ფეხბურთელს 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა. 24 წლის თავდამსხმელი ნეაპოლელთათვის დიდი ძალაა და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ფეხბურთელს ამხელა თანხად აფასებენ.
ოსიმენი ნაპოლიში 2020 წლის ზაფხულში ლილიდან 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ვიქტორმა ამ სეზონში ნაპოლის მაისურით 20 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.
ამ სეზონში ოსიმენი ქართველებისთვისაც საინტერესო ფიგურაა. იგი ნაპოლის შეტევაში ხვიჩა კვარაცხელიას პარტნიორია და ეს დუეტი ნაპოლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.