ოუენ ფარელს კოვიდი დაუდასტურდა

ინგლისის ნაკრები ნოებრის ტესტებზე პირველ მატჩს ტონგას ნაკრებთან გამართავს. პომების თავკაცმა ენი ჯონსმა შემადგენლობაში მგეზავად, ცხაიდა, ოუენ ფარელი დააყენა. თუმცა, კოვიდ ტესტების გავლის შემდეგ, მას ვირუსი დაუდასტურდა.

ფარელი ახლა იზოლაციაშია და კიდევ ერთი ტესტის პასუხს ელოდება. ინგლისელებს იმედი აქვთ, რომ პირველი ტესტის პასუხი მცდარი იქნება. აღსანიშნავია, რომ ფარელისთვის ტონგასთან მატჩი კარიერაში მე-100 უნდა იყოს ეროვნულ ნაკრებში. თუ, მას ვირუსი ისევ დაუდასტურდა, ჯონსს მგეზავის გამოცვლა მოუწევს და გაურკვეველი დარჩება, ითამაშებს თუ არა ფარელი ნოემბრის ტესტების სხვა მატჩებში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *