მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციას, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზვიად ლაზიშვილი შეუერთდა. 29 წლის დაუმარცხებელი მებრძოლი რიგით მეშვიდე ქართველია UFC-ში. გასული წლის სექტემბერში ლაზიშვილი საკმაოდ პოპულალური ამერიკული ორგანიზაციის, LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც უკვე სერიოზული საუბრები იყო მის UFC-ში გადასვლასთან დაკავშირებით.
ზვიად ლაზიშვილის ანგარიშზე 13 მოგება და არცერთი მარცხია. იგი მერაბ დვალიშვილის წონაში, სუპერმსუბუქ დივიზიონში იასპარეზებს.