ოფიციალურად: კომანმა გაახანგრძლივა!

მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავია, კლუბის ლიდერმა, კინგსლი კომანმა კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

 

მოგეხსენებათ, მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ერთი პერიოდი ჩიხშიც კი შევიდა, თუმცა მხარეებმა საერთო ენა მაინც გამონახეს. პრობლემა ფრანგის ანაზღაურება იყო, კინგსლი 20 მილიონს ითხოვდა, ბაიერნი კი ამაზე თანახმა არ იყო. ახალი კონტრაქტის მიხედვით, მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს, კომანი წელიწადში 17 მილიონ ევროს მიიღებს, რითაც, ლევანდოვსკისა და ნოიერის შემდეგ, რეკორდმაისტერში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება

 

May be an image of 1 person

Leave a comment

Your email address will not be published.